Marca: დერბის შემდეგ, გასახდელში ჩხუბი ზლატანის გამო დაიწყო
Aa
Aa

Marca: დერბის შემდეგ, გასახდელში ჩხუბი ზლატანის გამო დაიწყო

გასული უიკენდის ცენტრალური დაპირსპირება "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, სადაც "იუნაიტედმა" "სიტის" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გასახდელში მომხდარ ინციდენტზე კი მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს.

როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, "ქალაქელთა" ფეხბურთელები მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გამარჯვებას აღნიშნავდნენ, რომელიც გასახდელში სიმღერით გაგრძელდა.

ზედმეტი ხმაურის შემდეგ, ფეხბურთელებთან მოურინიო მივიდა და მათ მეტი თავაზიანობისკენ მოუწოდა. ჟოზეს "სიტის" გოლკიპერმა ედერსონმა უპასუხა, რის შემდეგაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყო.

დღეს კი ესპანურმა Marca-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც "სიტის" სამწრვთნელო შტაბის წევრებსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის, მატჩის შემდეგ გასახდელში სიტყვიერი დაპირსპირება შედგა და ხსენებული კონფლიქტიც ამას მოჰყვა.

გვარდიოლას ერთ-ერთმა თანაშემწემ ზლატანს შემდეგი ფრაზა უთხრა: "ზლატან, შენ ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ცოტას დარბიხარ". ამის შემდეგ, გუნდებს შორის სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა და საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.

როგორც ცნობილია, ინციდენტში მონაწილეობას 20-მდე წევრი იღებდა. საბოლოოდ მოურინიოს თავში წყლის ბოთლი გაარტყეს, ხოლო მიკელ არტეტას წარბი გაუხეთქეს, რომელიც ჟურნალისტებმა მხოლოდ დღეს დააფიქსირეს და ესპანელმაც ხელი სახეზე აიფარა, რაც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები