რა პირობებს სთავაზობდა
Aa
Aa

რა პირობებს სთავაზობდა "სიტი" მესის? ინგლისელების დაუჯერებელი წინადადება

"მანჩესტერ სიტიში" ლეო მესის შესაძლო გადასვლის შესახებ უკვე ბევრჯერ დაიწერა და გამონაკლისი არც გასული ზაფხული იყო.

დღეს, Marca-მ "სიტის" მიერ მესისთვის შეთავაზებული ზღაპრული პირობები გაასაჯაროვა.

"ქალაქელებმა" არგენტინელ ფეხბურთელს მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერის პროცედურაზე დათანხმებისთვის ბონუსის სახით 100 მილიონი ევრო შესთავაზა, ხოლო ყოველწლიურ ხელფასად 50 მილიონს ჰპირდებოდა.

რა თქმა უნდა, მესის პასუხი უარყოფით იყო და გარიგებაც არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ "ბლაუგრანასთან" ნოემბრის ბოლოს ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც ის "კამპ ნოუზე" 2021 წლამდე დარჩება.

ლეო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მისი ყოველწლიური გასამრჯელო 30 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ბონუსების სახით 43 მილიონამდე ავა. მისი გამოსასყიდი თანხა კი 700 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები