Aa
Aa

"ბაიერნი" სანჩესს მიუბრუნდა

იესპიენის ინფორმაციით მიუნხენის „ბაიერნი“ ალექსის სანჩესის შეძენით კვლავ დაინტერესდა. რეკორდმაისტერი ჩილელი შემტევის ყიდვას ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე აპირებდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს კლუბებმა ფასზე ვერ მოილაპარაკეს. ბაიერნს სურს, რომ სანჩესი ზამთრის სატრანსფერო სეზონში შეიძინოს, რათა რობერტ ლევანდოვსკის ძლიერი კონკურენტი ჰყავდეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსისს არსენალთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს. ასეთ შემთხვევაში მეთოფეებს ფეხბურთელი უფასოდ დატოვებს და წესით ლონდონურ კლუბს მისი ზამთარში გაყიდვა ყველაზე მეტად უნდა აწყობდეთ.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის შეძენით "პსჟ" და "სიტიც" არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები