ძაძა და 73 წლიანი რეკორდი - დაამხობს მას იტალიელი შემდეგ ტურში?..
Aa
Aa

ძაძა და 73 წლიანი რეკორდი - დაამხობს მას იტალიელი შემდეგ ტურში?..

„ვალენსიას“ იტალიელი ფორვარდი სიმონე ძაძა შესანიშნავ ფორმაშია და ლა ლიგაში მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს.

მას აქვს შანსი, რომ „ვალენსიას“ ისტორიაში შევიდეს და 1944 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც გოლის გატანას ესპანეთის ჩემპპიონატის ზედიზედ 7 შეხვედრაში შეძლებს.

მაშინ ეს „ღამურების“ ლეგენდა ედმუნდო სუარესმა გააკეთა, რომელმაც „კასტელონს“, „ესპანიოლს“, „სელტას“, „რეალ ოვიედოს“, „საბადელს“, მადრიდის „რეალსა“ და „ბილბაოს“ გაუტანა.

ძაძას სერია „მალაგას“, „სოსიედადის“, „ბილბაოს“, „ბეტისის“, „სევილიასა“ და „ალავესის“ კარის აღებას გულისხმობს.

„ვალენსია“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ლეგანესს“ უმასპინძლებს და ძაძას რეკორდის დამხობის შანსი სწორედ მადრიდულ გუნდთან ექნება.

ძაძას ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გატანილი გოლია.

იგი იტალიის ნაკრებში დაახლოებით 1 წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები