ლინეკერმა ბენზემას კლასში ეჭვი შეიტანა
Aa
Aa

ლინეკერმა ბენზემას კლასში ეჭვი შეიტანა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა, კარიმ ბენზემა გააკრიტიკა და მას ზედმეტად გადაფასებული ფეხბურთელი უწოდა.

„არის თუ არა ბენზემა გადაფასებული ფეხბურთელი? როცა ისეთ უძლიერეს გუნდში თამაშობ, როგორიც „რეალია“, გოლის გატანა თამაშების უმრავლესობაში, განსაკუთრებული არაფერია და ჩვეულებრივ ამბად უნდა ჩაითვალოს“. - დაწერა „ტვიტერზე“ ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ „ტოტენჰემთან“ გუშინდელი მატჩისას ურეალურესი მომენტი ვერ გამოიყენა, როცა უგო ლორისს პრაქტიკულად 3 მეტრიდან ვერ გაუტანა.

დავამატოთ ისიც, რომ გარი ლინეკერი 1986-89 წლებში „ბარსელონას“ რიგებში თამაშობდა და მისი მაისურით ჩატარებულ 128 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები