Aa
Aa

"მანჩესტერ სიტის" საოცარი მიღწევა - 123 წლის შემდეგ პირველად!

პრემიერლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტიმ" "სტოკს" უმასპინძლა და 7-2 გაანადგურა.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა 3 ქულასთან და საოცარ თამაშთან ერთად რეკორდული მაჩვენებელიც დააფიქსირეს.

"ქალაქელებმა" პრემიერლიგის საწყის 8 ტურში 29 გოლის გატანა შეძლეს. ასეთი რამ ინგლისში 123 (!) წელია არ მომხდარა.

შორეულ 1894-1895 წლებში, "ევერტონმა" ასევე 8 შეხვედრაში 30 ბურთის გატანა მოახერხეს.

გვარდიოლას გუნდი მართლაც შთამბეჭდავ ფეხბურთს აჩვენებს და არამარტო ინგლისში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები