Aa
Aa

"მანჩესტერი" და "ბარსა" ფეხბურთელებს გაცვლიან? მარსიალი "კამპ ნოუზე" და...

რამდენიმე დღის წინ, ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაქცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის ენტონი მარსიალის შეძენით ინტერესდება.

დღეს კი Diario Gol-ი წერს, რომ ჟოზე მოურინიო 21 წლის ფრანგის გასაშვებად მზადაა, ოღონდ ერთი პირობით - "ბლაუგრანამ" "წითელ ეშმაკებს" მარსიალის სანაცვლოდ ივან რაკიტიჩი უნდა დაუთმოს.

ამ წინადადების ინიციატორი თავად პორტუგალიელი სპეციალისტია. როგორც ხედავთ, "მანკუნიანელებმა" კატალონიელებს საკმაოდ საინტერესო წინადადებით მიმართეს.

"ბარსა" მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფორვარდს ეძებს და 21 წლის ენტონი მარსიალი საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტია. თუმცა, ამ სურვილის ასასრულებლად მათ მოუწევთ, რომ 30 წლის რაკიტიჩი ინგლისელებს დაუთმონ.

ერნესტო ვალვერდეს პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი გეტყვით, რომ ხორვატ ნახევარმცველს "კამპ ნოუს" დატოვებას ამ ზაფხულშიც უწინასწარმეტყველებდნენ. მისი შეძენის მსურველი ტურინის "იუვენტუსი" იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები