Aa
Aa

ანჩელოტი მომდევნო 10 თვე დასვენებას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნიდან“ დათხოვნის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან პირველად ისაუბრა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

იგი აცხადებს, რომ სეზონის ბოლომდე არცერთი კლუბის გაწვრთნას არ აპირებს.

„მომდევნო 10 თვის განმავლობაში დავისვენებ და არცერთ გუნდს არ გავწვრთნი“.

იტალიელმა სპეციალისტმა „ბაიერნიდან“ დათხოვნაზე დასმულ კითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ სჯობს ყველაფრი ისე დარჩეს, როგორც არის.

კარლო ანჩელოტის „მილანთან“ აქტიურად აკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები