ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ანჩელოტი დაითხოვა!

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნმა" კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან დაითხოვა.

ამ ინფორმაციას Eurosport-ი ავრცელებს და წერს, რომ იტალიელი სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი სეზონის ცუდი სტარტია. ბუნდესლიგაში მე-3 პოზიციას, გუშინ "პსჟ"-სთან მარცხი (3-0) მოჰყვა, რომელიც "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ვინ შეცვლის ანჩელოტის? ამჟამად, ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა. Bild-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბაიერნს" სეზონის დასრულებამდე მისი ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონიდან ვეტერანი ფრანგი მიუნხენელთა სამწვრთნელო შტაბის წევრია.

"ბაიერნის" თავკაცის პოსტზე დანიშვნის ფავორიტად კი "ჰოფენჰაიმის" 31 წლის მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები