სანჩესისთვის ბრძოლას
Aa
Aa

სანჩესისთვის ბრძოლას "პსჟ"-ც შეუერთდა - ჩილელი კავანის ჩაანაცვლებს?

როგორც ჩანს, ალექსის სანჩესი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრების დროს ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

ჩილელ ფორვარდს "არსენალთან" ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით მეთოფეებს, რა თქმა უნდა არ სურთ, რომ თავიანთი ლიდერი უფასოდ დათმონ.

სანჩესის ხელში ჩაგდებას მანჩესტერული გუნდები "სიტი" და "იუნაიტედი" ცდილობენ. დღეს კი ბრძოლაში "პსჟ"-ც ჩაერთო.

პარიზელები გუნდიდან ედინსონ კავანის გაშვებას გეგმავენ, რომელსაც ნეიმართან ურთიერთობა დაეძაბა და მის შემცვლელად ალექსისის კანდიდატურას განიხილავენ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მეთოფეები" ერთბაშად 2 ან 3 წინადადებას მიიღებენ. დიდია იმის შანსი, რომ არსენ ვენგერმა სანჩესი იანვარშივე დათმოს, რადგან სეზონის დასრულებისას ფეხბურთელის ფასი შესაძლოა საგრძნობლად დაეცეს, რაგდან ის თავისუფალი აგენტი ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები