2018/2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი ცნობილია!
Aa
Aa

2018/2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი ცნობილია!

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალს კიევი უმასპინძლებს.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, 2018/2019 წლების სეზონის ფინალის მასპინძელი ქალაქი ბაქო იქნება.

ფინალური მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

აზერბაიჯანელების კონკურენტი მადრიდის "ატლეტიკო" იყო, რომლის ახალი სტადიონი "ვანდა მეტროპოლიტანო" VIP-ადგილების სიმცირის (7 ათასი) გამო დაიწუნეს.

უეფა საბოლოო პასუხს 21 სექტემბერს გამოაცხადებს, თუმცა როგორც წყარო წერს, ეს უბრალო ფორმალობაა და ფინალის ბაქოში ჩატარება უკვე გადაწყვეტილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაქო პარალელურად ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვისაც იბრძვის, სადაც მათი კონკურენტები "სევილიის" "რამონ სანჩეს პისხუანი" და სტამბულის "ბეშიქთაშ არენა" არიან.

 

როგორ გამოიყურება ბაქოს ოლიმპიური სტადიონი:

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები