იტალიური პრესა: რეინა დღეს
Aa
Aa

იტალიური პრესა: რეინა დღეს "ნაპოლის" ფორმით ბოლო მატჩს ჩაატარებს!

იტალიური პრესის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ ვეტერანი ესპანელი მეკარე ხოსე მანუელ რეინა "ნაპოლის" დატოვებს.

როგორც ირკვევა, რეინამ "ნაპოლის" თავკაც მაურისიო სარის უთხრა, რომ მას "პსჟ"-ში გადასვლა სურს და დღეს ამჟამინდელ კლუბში მისი ბოლო მატჩი იქნება.

35 წლის რეინას პარიზელები 2+1 სისტემის კონტრაქტსა და წლიურად 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც ასეთ ასაკში ნამდვილად სასურველი ხელშეკრულებაა.

ესპანელ გოლკიპერს ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს უსრულდებოდა. მის სანაცვლოდ "პსჟ" "ნაპოლის" იჯარის წესით ალფონს არეოლას ან კევინ ტრაპს სთავაზობს.

აღნიშნული შეთავაზებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რეინა ფრანგულ გრანდში ძირითად მეკარედ მიჰყავთ.

"ნაპოლი" დღეს სერია A-ს მე-2 ტურში "სან პაოლოზე" "ატალანტას" მიიღებს. თამაში 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები