ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს 1/8 ფინალში გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს 1/8 ფინალში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს 1/8 ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.

იგი ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან 2 სეტში - 4:6 6:7 დამარცხდა.

პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, ხოლო მეორე სეტში ქართველი ბრეიკით 2:0 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ტაიბრეიკზე 4:7 დამარცხდა.

25 წლის ჩვენებურმა ცინცინატის მასტერსის 1/8 ფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები