Aa
Aa

"სიტი" "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ „ვესტ ბრომვიჩის“ ამჟამინდელი კაპიტნის ჯონი ევანსის შეძენით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, „ქალაქელებმა“ „ბრომვიჩს“ სატრანსფერო წინადადებით უკვე მიმართეს, თუმცა ტონი პულისმა წამყვანი მცველის გაშვება იუარა.

დღევანდელი ცნობებით, მანჩესტერელები კიდევ ერთ წინადადებას ამზადებენ და „ვესტ ბრომვიჩს“ სულ მალე 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ჯონი ევანსი 2006-2015 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები