ფრანჩესკო ტოტი
Aa
Aa

ფრანჩესკო ტოტი "რომას" დირექტორად დაინიშნა!

ფრანჩესკო ტოტის საფეხბურთო კარიერა დასრულებულია და ის მუშაობას "რომას" დირექტორის პოსტზე გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია "რომამ" ოფიციალურად გუშინ საღამოს დაადასტურა და ამ თემაზე კომენტარი თავად ტოტიმაც გააკეთა.

"28 მაისი ისტორიული დღეა, რომელიც სულ მემახსოვრება. ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულებულია, ახლა მუშაობას დირექტორად გავაგრძელებ და იმედი მაქვს, "რომას" ისეთივე წარმატებით ვემსახურები, როგორც ფეხბურთელობისას.

ბუნებრივია, ცხოვრებაში მუდამ რაღაცები იცვლება. ახლა დროა საქმე სხვა კუთხით ვაკეთო, რაც საინტერესო გამოწვევაა. ამ ყველაფერში მოედანზე დაგროვილი გამოცდილებაც დამეხმარება.

კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ვესაუბრე და ჩვენ ერთად ვეცდებით "რომა" რაც შეიძლება მაღლა ავიყვანოთ". - განაცხადა ტოტიმ.

"ერ პუპონეს" მთელი კარიერა "რომას" რიგებში აქვს გატარებული. ის "ჯალოროსის" მთავარ გუნდში 1992-2017 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები