Aa
Aa

skysports: "ჩელსი" აგუეროთი დაინტერესდა!

წამყვანი ბრიტანული გამოცემა skysports-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" სერხიო აგუეროს შეძენას ეცდება.

როგორც იწერება, "არისტოკრატებს" ამ ტრანსფერთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ და "სიტის" უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

თავის მხრივ, ამ თემაზე კომენტარი მანჩესტერელთა მფლობელმა ხალდუნ ალ მუბარაქმა გააკეთა.

"გასაგებია, რომ ასეთი ცნობები პრესაში ჩნდება. მეც არაერთი წამიკითხავს.

აგუერო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ჩვენ კი გვყავს გუნდი, რომელსაც ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვება სურს. 

შესაბამისად, ეჭვქვეშ იმის დაყენება, უნდა იყოს თუ არა აგუერო აუცილებლად ჩვენთან, ვფიქრობ, უადგილოა. ის უდიდესი ძალაა". - განაცხადა მუბარაქმა.

აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანული გამოცების ვებ-გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები