Aa
Aa

skysports: "სიტიმ" უოკერის ტრანსფერი შეათანხმა!

ბრიტანული skysports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" კაილ უოკერს ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევს.

"ქალაქელები" "ტოტენჰემს" 50 მილიონ ფუნტს (56 მილიონი ევრო) გადაუხდიან და კვირის ბოლომდე ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებენ.

იმავე skysports-ის თქმით, 27 წლის განაპირა მცველი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. 

უოკერი "ტოტენჰემის" რიგებში 2009 წლიდან ირიცხება და მისი ფორმით 200-ზე მეტჯერ უთამაშია.

აქვე დავამატოთ, რომ "სიტი" პარალელურად "მონაკოს" ბენჟამინ მენდის ტრანსფერზე ელაპარაკება და ამ გარიგების წარმატებით დასრულების ალბათობაც მაღალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები