Aa
Aa

"ინტერმა" ბორხა ვალერო გაიფორმა

32 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო „ფიორენტინადან“ „ინტერში“ გადავიდა.

ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც „ნერაძურიმ“ 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა, მილანში გუშინ ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ კლუბს შეუერთდა.

ვალერო „ფიორენტინაში“ 2012 წლიდან თამაშობდა და „იების“ მაისურით 200-მდე მატჩი ჩაატარა. იგი „რეალის“ სკოლის აღზრდილია, თუმცა მის მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები