ბასილაშვილი ანტალიის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ღია პირველობის პირველსავე წრეში მარკოს ბაგდატისთან 2 სეტში, უშანსოდ, 2:6 1:6 წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი ძალიან ინერტულად ჩაატარა და ჯამში მხოლოდ 1 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ბრეიკად ვერ გარდასახა. საპირისპიროდ ბაგდატისმა ჩვენებურის მოწოდება 5-ჯერ აიღო და იოლი გამარჯვებაც იზეიმა.

ბასილაშვილი მომავალი კვირისთვის მოემზადება და "უიმბლდონის" ძირითად ბადეში ჩაებმება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჩვენი თანამემამულე დღეს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 51-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები