ჟირუმ შესაძლოა
Aa
Aa

ჟირუმ შესაძლოა "არსენალი" დატოვოს

ოლივიე ჟირუ შესაძლოა ლონდონის კიდევ ერთ გუნდ „ვესტ ჰემში“ გადაბარგდეს.

„ჩაქუჩები“ „არსენალთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ისიც ცნობილია, რომ ჟირუს „ემირეითს სთედიუმის“ დატოვება სურს.

მიზეზი ისაა, რომ კლუბი კილიან მბაპესა და ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზე მუშაობს, რაც ჟირუსთვის სათამაშო დროის მინიმუმამდე შემცირების წინაპირობაა.

ტანმაღალმა თავდამსხმელმა იანვარში „მეთოფეებთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც ძალაში 2019 წლის ზაფხულამდეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები