დიეგო კოშტა:
Aa
Aa

დიეგო კოშტა: "კონტემ მომწერა, რომ გუნდს აღარ ვჭირდები"

ბრიტანული theguardian-ის საიტზე გამოქვეყნდა დიეგო კოშტას ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ანტონიო კონტემ კლუბის დატოვებაზე მიანიშნა.

"ამ სეზონში მწვრთნელთან ცუდი დამოკიდებულება მქონდა და მიზეზი იმისა, რომ პრემიერ ლიგაში ცუდად ვითამაშე, ესეცაა.

სიმართლე უნდა გითხრათ, რამდენიმე დღის წინ კონტემ მომწერა, რომ მომავალი სეზონისთვის მის გეგმებში არ შევდივარ და კლუბის დატოვებაზე უნდა ვიფიქრო.

ძალიან მიყვარს მადრიდი და იქ ცხოვრება, თუმცა რთული იქნება 4-5 თვე სათამაშო პრაქტიკის გარეშე. ავირჩევ ისეთ ლიგასა და გუნდს, რომელშიც თამაშის საშუალება მომეცემა". - განაცხადა კოშტამ.

theguardian-ის გარდა, კოშტას ეს ინტერვიუ სააგენტო reuters-მაც გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები