ბრიტანული პრესა: ბერნარდო სილვა "სიტის" ფეხბურთელია!
"მანჩესტერ სიტიმ" ახალი სეზონისთვის პირველი სუპერტრანსფერი უკვე გაჩარხა.
ინგლისელებმა "მონაკოს" ლიდერ ბერნარდო სილვასთან 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, ხოლო მის ყოფილ კლუბს 60 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ბრიტანული Sky-ს ინფორმაციით, 22 წლის სილვა მანჩესტერელებთან კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს.
პორტუგალიელმა შემტევმა, ლიგა 1-ის გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა.