ბასილაშვილი ცონგასთან 3 სეტში დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ცონგასთან 3 სეტში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლიონის ტურნირს 1/2 ფინალში, ჟო-ვილფრიდ ცონგასთან მატჩის შემდეგ გამოეთიშა. 

შეხვედრის პირველი სეტი ფრანგმა 6:2 აიღო, ხოლო მეორე პარტიაში ბასილაშვილმა უპირატესობა მოიპოვა და სეტი 6:3 დახურა.

გადამწყვეტი პარტია ისევ ცონგამ დაიტოვა და ფინალის საგზურიც ირგუნა - 6:2 3:6 6:1.

ცონგა ფინალურ შეხვედრაში ტომაშ ბერდიხს შეხვდება.

25 წლის ქართველი ორშაბათიდან "როლან გაროსის" ძირითად ბადეში ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები