შარაპოვას
Aa
Aa

შარაპოვას "როლან გაროსზე" არ დაუშვებენ

მიმდინარე საჩოგბურთო სეზონის მეორე "დიდი სლემის" ტურნირიც მარია შარაპოვას გარეშე ჩაივლის.

"ჩვენ "ველური ბარათების" გაცემა მხოლოდ ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ჩოგბურთელებზე შეგვიძლია და არა - დოპინგ-სკანდალში გახვეულ მოთამაშეებზე.

მას ალბათ იმედი გაუცრუვდება, თუმცა ჩვენ სპორტს პატივი უნდა ვცეთ და წესრიგი დავიცვათ". - განაცხადა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბერნარდ ჯიუდიჩელიმ.

30 წლის შარაპოვამ გასულ წელს პრეპარატ მელდონიუმის მოხმარების გამო 1 წლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და კორტს აპრილის თვეში დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები