მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მათ მოსამზადებლად 12 დღე აქვთ, ჩვენ - 3"

ინგლისური "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, თავისი გუნდის საფინალო პერიპეტიებზე ისაუბრა.

"ძალიან რთული სეზონი გვაქვს, თუმცა თუ მას ტიტულით დავასრულებთ, ბრწყინვალე იქნება. ეს ნიშნავს, რომ "ჩემპიონთა ლიგაზეც" დავბრუნდებით.

მეტოქე ჰოლანდიის ჩემპიონატს კვირას ასრულებს და ფინალისთვის მოსამზადებლად 12 დღე ექნება. 

ჩვენ იქამდე კიდევ 3 თამაში გვაქვს და მათგან ბოლო ფინალამდე 3 დღით ადრე. 

კარგია ის, რომ "კრისტალ პალასი" უმოტივაციოა და მასთან შემადგენლობის გადახალისების საშუალება მექნება". - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, სტოკჰოლმში, "ევროპის ლიგის" ფინალში, "აიაქსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები