Aa
Aa

"მილანმა" "ტორინოსთან" საუბარი წამოიწყო

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ტორინოს" დირექტორი, ჯანლუკა პეტრაჩი, "კასა მილანში" იმყოფებოდა, სადაც "მილანის" სპორტულ დირექტორ მასიმილიანო მირაბელის შეხვდა. 

მხარეებმა ანდრეა ბელოტის შესახებ ისაუბრეს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 100 მილიონი ევრო გახლავთ.

"დიახ, მირაბელის ნამდვილად შევხვდი და ბელოტისთან დაკავშირებით ვესაუბრე. 

მან მითხრა, რომ ბელოტი არის ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, ვინც "მილანის" ინტერესთა სფეროშია. 

შემიძლია გითხრათ, რომ თუკი ბელოტი წავა, ის მხოლოდ გრანდში ითამაშებს". - თქვა ტურინული კლუბის დირექტორმა.

ანდრეა ბელოტი ბავშვობიდან "მილანის" გულშემატკივარია. მისი კუმირი ანდრეი შევჩენკო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები