Aa
Aa

"მილანმა" "ლაციოსთან" შეთანხმებას მიაღწია!

იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანი" "ლაციოს" სტეფან დე ვრაის სატრანსფერო ფასზე შეუთანხმდა და გარიგების დასრულების შემთხვევაში რომაელები 25 მილიონ ევროს მიიღებენ. 

"როსონერის" ახლა ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმატებით დაგვირგვინება დარჩა. იგი დე ვრაის 4 წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობს (პლიუს ბონუსები). 

ჰოლანდიელი უკანახაზელის გადაბირება "ინტერსაც" სურს, რომელიც მას წლიურ 3.5 მილიონს ჰპირდება, თუმცა "ნერაძურის" ჯერ "ლაციოსთან" ტრანსფერზე საერთოდ არ უსაუბრია.

ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზაფხულიდან დე ვრაი "მილანის" ფეხბურთელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები