ესპანურ პრესაში ზიდანის შემცვლელზე ალაპარაკდნენ
Aa
Aa

ესპანურ პრესაში ზიდანის შემცვლელზე ალაპარაკდნენ

ესპანური AS მეტად საინტერესო და ცოტა მოულოდნელი ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, "რეალის" ბოსებმა ზინედინ ზიდანს ულტიმატუმი წაუყენეს. 

უფრო კონკრეტულად, თუკი ამ სეზონში "სამეფო კლუბი" ტიტულის გარეშე დარჩება, ფრანგ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ. 

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი იოახიმ ლიოვია, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრებს უდგას სათავეში. 

გარდა ლიოვისა, "რეალთან" ანტონიო კონტესა და მაურისიო პოჩეტინოს აკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები