10 ფორვარდი, ვინც შეიძლება
Aa
Aa

10 ფორვარდი, ვინც შეიძლება "იუნაიტედში" ზლატანი შეცვალოს

პოპულარულმა ვებ-გვერდმა goal.com-მა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც შესაძლოა "მანჩესტერ იუნიატედში" ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩაანაცვლონ. 

სიაში 10 ფეხბურთელი მოხვდა: მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), ანდრეა ბელოტი (ტორინო), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), მაურო იკარდი (ინტერი), კარიმ ბენზემა (რეალი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (მონაკო), ალექსის სანჩესი (არსენალი), გარეტ ბეილი (რეალი) და ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო). 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ფორვარდთაგან ყველაზე უფრო რეალური გრიზმანის ტრანსფერია და ამ თემაზე საუბარი ბრიტანულ პრესაშიც არ წყდება. შემდეგ მოდის ალექსის სანჩესი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამჟამინდელი კლუბის დატოვება არ გამორიცხა. ასევე სრულიად შესაძლებელია ბელოტისა და მბაპეს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაც, ოღონდ მათ ძალიან ბევრი მსხვილი მოსურნე ჰყავთ და "წითელ ეშმაკებს" სერიოზული მუშაობა მართებთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები