თორნიკე შენგელიამ
Aa
Aa

თორნიკე შენგელიამ "ესტუდიანტესთან" ბრწყინვალედ ითამაშა და მატჩის MVP გახდა!

თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს განაგრძობს. 

26 მარტს ესპანური "ბასკონიის" ქართველი ლეგიონერი თავის გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ესტუდიანტესის" დამარცხებში დაეხმარა - 76:70.

გასვლით შეხვედრაში ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24:49 წუთში 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 13-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25 შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სტუმართაგან 20 ქულით ამერიკელ შეინ ლარკინი გამოირჩა, მასპინძლებს კი ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ედვინ ჯეკსონმა ულიდერა 24 ქულით.

"ბასკონიამ" 17 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს, თანაც ლიდერებს - "ვალენსიას" და "ტენერიფეს" მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. "ბასკონიას" მორიგი ტურის მატჩი 2 აპრილს, შინაურ არენაზე "ბეტისთან" ელის.

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები