ბასილაშვილი რობრედოსთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი რობრედოსთან დამარცხდა

მაიამის "მასტერსის" სერიის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, ესპანელ ტომი რობრედოს შეხვდა და სამ სეტში, 6:3 4:6 2:6 დამარცხდა.

რობრედო ტიტულოვანი ჩოგბურთელია და ის ერთ დროს, მსოფლიოს მე-5 ჩოგანიც იყო, თუმცა წლეულს მას მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული ტურზე. 

პირველ სეტში ბასილაშვილმა 40 წუთში აჯობა მეტოქეს, მან პირველი ორი მოწოდება აართვა ესპანელ ვეტერანს, მართალია, იქვე თავისი მოწოდება დათმო, მაგრამ იოლად მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე.

მეორე სეტი თავიდანვე რობრედოს უპირატესობით წარიმართა, ჩვენებურმა ორჯერ წააგო მოწოდება, მეტოქემ - მხოლოდ ერთხელ.

მესამე სეტში 34 წლის ესპანელის უპირატესობა აშკარა იყო და ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა. იგი მეორე წრეში ამერიკელ სემ კუერის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები