ოფიციალურად: ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

ოფიციალურად: ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე

ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიის სერია A ოთხი წარმომადგენლით ბრუნდება. როგორც უეფას ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, 2018-2019 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის ოთხ-ოთხი გუნდი გარანტირებულად, ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში.

რუსეთისა და საფრანგეთის 2-2 კლუბი ასევე პირდაპირ ქვეჯგუფში მოხვდებიან, ხოლო მესამე ადგილოსნები საკვალიფკაციო ტურნირზე ითამაშებენ.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს დანარჩენ წარმომადგენლებს – პორტუგალია, უკრაინა, ბელგია და თურქეთი ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონით წარსდგება, ხოლო ვიცე-ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს გამოსვლა და იქედან ბრძოლა ძირითად ბადეში მოსახვედრად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები