ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალშია!
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალშია!

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ATP-ს ტურნირების ფინალში, კარიერაში მეორედ გავიდა.

მან რამდენიმე წუთის წინ მემფისის ტურნირის 1/2 ფინალურ მატჩში, მსოფლიოს 103-ე ჩოგანი მიხაილ კუკუშკინი დაამარცხა და ფინალში სეტის წაუგებლად გააღწია.

პირველმა სეტმა ქართველის აშკარა უპირატესობით ჩაიარა. ნიკას 10 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გამოიყენა და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მაინც იმარჯვა და როგორც შემდეგ გაირკვა, მეტოქეც გატეხა, რადგანაც მეორე სეტში ბრძოლა პრაქტიკულად აღარ ყოფილა - 7:6 6:1.

შეხვედრა საათსა და 48 წუთს გაგრძრლდა. ბასილაშვილმა 5 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. მან პირველი მოწოდების შემდეგ ქულების 75%, ხოლო მეორე მოწოდების შემდეგ, 63% მოიგო. მაშინ როცა კუკუშკინმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ბრეიკად აქცია, ნიკოლოზმა 14 შესაძლებლობიდან, მხოლოდ 3 გამოიყენა.

"პირველ სეტში მეტოქე კარგად თამაშობდა და დაძაბული პარტია გამოდგა, რომელიც, საბედნიეროდ, ჩემს სასარგებლოდ დასრულდა.

ბოლო დროს კორტზე თავს თავისუფლად ვგრძნობ და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯები.

ფინალში გასვლით ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივარს". - განაცხადა თამაშის შემდეგ ნიკამ.

გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ ღამით, 01:00 საათზე ჩატარდება. ბასილაშვილს მეტოქედ ადგილობრივი რაიან ჰარისონი ეყოლება, რომელთანაც პირველ ურთიერთშხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები