მარკ კლატენბურგმა პრემიერ ლიგა ფულზე გაცვალა!
Aa
Aa

მარკ კლატენბურგმა პრემიერ ლიგა ფულზე გაცვალა!

41 წლის ძალიან ცნობილი და წარმატებული ინგლისელი მსაჯი მარკ კლატენბურგი, სულ მალე საუდის არაბეთის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი გახდება. 

მან არაბებისგან მსუყე შეთავაზება მიიღო, რამაც გადააწყვეტინა, რომ ინგლისი და ევროპული ფეხბურთი დატოვოს და მუშაობა საუდის არაბეთში გააგრძელოს. ყოველივე აღნიშნულის შესახებ, კლატებურგმა გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და არაბეთში გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა. 

საინტერესოა, რომ მაშინ როცა პრემიერ ლიგის სხვადასხვა ვარსკვლავები კვირაში 200 ათასს ან კიდევ მეტს გამოიმუშავებენ, მსაჯების ანაზღაურება წელიწადში (!!!) 90 ათას გირვანქა-სტერლინგს შეადგენს.

კლატენბურგი ინგლისის უდავოდ გამორჩეული რეფერია. იგი გასულ სეზონში FA CUP-ის, "ჩემპიონთა ლიგისა" და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს გაუძღვა. იქამდე კი, 2014 წლის "უეფას" სუპერთასი და 2012 წლის ოლიმპიადის ფინალი უმსაჯია. 

 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები