Aa
Aa

"ბარსელონას" დეულოფეუს დაბრუნება სურს...

როგორც "El Mundo Deportivo" იუწყება, ინგლისური "ევეტონის" ფორვარდი ხერარდ დეულოფეუ, რომელიც ამჟამად არენდის წესით "მილანში" ასპარეზობს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "ბარსელონას" შეუერთდეს.

მოგეხსენებათ, დეულოფეუ 2 წლის წინ "ევერტონში" სწორედ კატალონიური კლუბიდან გადავიდა, თუმცა მაშინ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ უფლება დაიტოვა, რომ სურვილის შემთხვევაში ფეხბურთელი 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკან დაებრუნებინა.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი გასული ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არენდის წესით "მილანს" შეუერთდა, თამაში საგრძნობლად გამოასწორა და კატალონიელებიც ხსენებული პუნქტის ამოქმედებაზე დაფიქრდნენ.

შეგახსენებთ, რომ "მილანს" დეულოფეუს გამოსყიდვის უფლება არ აქვს და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იგი "ევერონის" რიგებში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები