Aa
Aa

"ენა ჩაიგდეთ იდიოტებო"... - მარსელომ "რეალის" ფანები გამოლანძღა

ფეხბურთის 2 სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარს, დაბადების დღე 5 თებერვალს აქვს. 

"რეალის" ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ, ამ დღეს თანამემამულესთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც წააწერა: "გილოცავ! ჯანმრთელობას, წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ. მიყვარხარ ჩემო პატარა ძმაო". 

ამ ყველაფერზე "სამეფო კლუბის" გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილს უარყოფით რეაქცია ჰქონდა, რადგანაც მარსელომ "ბარსელონას" ფეხბურთელს იუბილე თბილად მიულოცა, ხოლო თანაგუნდელისთვის საჯაროდ ამის გაკეთება არ უცდია. 

აღნიშნულ პოსტზე უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა, რაზეც მარსელო, როგორც ჩანს ძალიან გაბრაზდა და უცნობ ადამიანებს საკმაოდ მკვახე კომენტარი დაუწერა: "ენა ჩაიგდეთ იდიოტებო"...

მართალია, მოგვიანებით ბრაზილიელის "ინსტაგრამზე" კრიშტიანუსთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოქვეყნდა, თუმცა ამით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო გულშემატკივართა გულები ვერ მოიგო.

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები