Aa
Aa

"ევროპის ლიგის" ფინალი "დინამო არენაზე"?

"უეფას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც შესაძლოა 2018-2019 წლების "ევროპის ლიგის" ფინალური შეხვედრა ჩატარდეს. 

სიაში ასევე აზერბაიჯანი, ესპანეთი, შოტლანდია, გერმანიის 2 სხვადასხვა ქალაქი და თურქეთი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, "დინამო არენაზე" 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართა, რომელმაც საყოველთაოდ დადებითი შეფასება დაიმსახურა. 

"უეფას" აღმასკომი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები