Aa
Aa

"NBA"-მ ფაჩულია დასაჯა!

2 დღის წინ ზაზა ფაჩულია "მაიამი ჰიტის" ფორვარდ ლიუკ ბებიტი სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც "NBA"-მ 15 ათასი დოლარით დააჯარიმა.

მოგვიანებით, ამ ფაქტს "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გამოეხმაურა და ქართველ კალათბურთელს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"ზაზა ფაჩულია იმ საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო დაააჯარიმეს. მან კარგად იცის, რომ ისინი გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან მას. ამიტომაც ასეთ დროს უფრო ფრთხილად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან თამაშის სტილი შეიცვალოს, თუმცა გადამეტება საჭირო არაა" - განაცხადა "ჰორნეტსთან" მატჩის წინ კერიმ. 

როგორც მოგეხსენებათ, "გოლდენ სტეიტის" თავკავი "ოლ სტარში" დასავლეთის გუნდის მწვრთნელი იქნება და არის მცირე შანსი, რომ მან აღნიშნულ მატჩში სათადარიგოთა შორის სწორედ ზაზა დაასახელოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები