Aa
Aa

"ბარსელონას" ფეხბურთელები მესის მხარს უჭერენ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები კლუბს ლეო მესის ახალ სუპერკონტრაქტის გაფორმებაზე  ეთანხმებიან  და მხარს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა და არგენტინელმა ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში დაიწყეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, მესი კონტრაქტს ხელს მხოლოდ მაშინ მოაწერს თუ გუნდი მას ხელფასს გაუზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეოს რამდენიმე გრანდი ეპატიჟება და ხელფასის სახით ასტრონომიულ თანხასაც სთავაზობს.

ერთ-ერთი ესპანური ჟურნალი წერს, რომ „ლას პალმასთან“ მოგებული თამაშის შემდეგ გუნდის გასახდელში „ბარსას“ პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ ჩავიდა, რათა გაერკვია რა სიტუაცია იყო მესის ახალი კონტრაქტის შესახებ. თუ რატომ გადაწყვიტა ბართომეუმ პირდაპირ თამაშის შემდეგ ხელშეკრულების საკითხის გაგება გაურკვეველია.

პრეზიდენტი ასევე დაელაპარაკა ბარსელონას სხვა ფეხბურთელებს. მაღალჩინოსნის თქმით იგი არგენტინელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს, რადგან მესი ამას იმსახურებს.

 

რათქმაუნდა გუნდის ყველა მოთამაშემ ბართომეუს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები