NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ბოსტონი - ვაშინგტონი

ბოლო ტურში, სტუმრად ტორონტოსთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბოსტონი შინ ვაშინგტონის დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა მოგებული აქვთ. 23 მოგებით და 15 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

 

კარგ ხასიათზე ხვდება ამ მატჩს ვაშინგტონი. დედაქალაქელებმა, მიჯრით სამი შეხვედრის მოგება შეძლეს. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან ორი მოგება აქვთ აქტივში. 19 მოგების წილ 18 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ბოსტონს დარჩა. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მწვანეები საშუალოდ 114.4 ქულას აგროვებენ. ამ მხრივ, მას "ხელს უწყობს" ვაშინგტონი, რომელიც ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 107 ქულას უშვებს.

ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, მასპინძლების გამარჯვება @ 1

ტრავმები :

ბოსტონი - ჯეიმს იანგი, ევერი ბრედლი, ტაილერ ზელერი.

ვაშინგტონი - ტომაშ სატორანსკი.

 

 

კლიპერსი - ორლანდო

კარგი ფორმა აკრიფა კლიპერსმა. ლოს ანჯელესელებმა, ბოლო ტურში მაიამი დაამარცხეს შინ 98:86. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მასპინძლებმა სამჯერ მიაღწიეს წარმატებას. 26 მოგებით და 14 წაგებით, კლიპერსი დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

არცთუ კარგად მისდის საქმე ორლანდოს. მეჯიქელები გასულ ტურში ლეიკერსთან დამარცხდნენ სტუმრად 95:111. ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, სტუმრებს მხოლოდ ორჯერ აქვთ მოგებული შეხვედრა. 16 მოგები და 23 წაგებით, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ყველა შეხვედრა კლიპერსის სასარგებლოდ დამთავრდა. პოლი და კამპანია, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 102.4 ქულას აგროვებს, ორლანდო კი ბოლო გასვლით ხუთ შეხვედრაში საშუალოდ 113.4 ქულას უშვებს.

ვფიქრობთ, მასპინძლები თავიდანვე შეუდგებიან საქმე და შეეცდებიან პირველივე ნახევარში კომფორტული ფორა მოიპოვონ.

1 გუნდის ქულები 1 ნახევარში 53.5 @ მეტი

ტრავმები :

კლიპერსი - ბრაის ჯონსონი, ბლეიკ გრიფინი.

ორლანდო - სერჯ იბაკა, ელფრიდ პეიტონი.

 

 

 

მინესოტა - ჰიუსტონი

ბოლო ტურში დალასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მინესოტა გაცილებით რთული მისიის შესრულებას - ჰიუსტონის დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 12 გამარჯვებით და 26  მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

 

საოცარ ფორმაშია ჰიუსტონი. როკეთსის კალათბურთელებმა გასულ ტურში შარლოტა დაამრაცხეს შინ 121:114. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 31 მოგებით და 9 მარცხით, ჰარდენი და კამპანია, ამავე კონფერენციის მე-3 ადგილს სჯერდება.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშევედრა ჰიუსტონის სასარგებლოდ დამთავრდა. როცა მასპინძელი მინესოტა იყო, ასეთი ბოლო ხუთი შეხვერიდა, ტიმბერვულვზის მოთამაშეების სასარგებლოდ მხოლოდ 1 შეხვედრა დამთავრდა და ისიც მხოლოდ 2 ქულის უპირატესობით.

მინესოტა, ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში, საშუალოდ 94 ქულას უშვებს. საოცარი სტატისტიკა აქვს ჰიუსტონს, რომელიც ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 117.2 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, არც ამ მატჩში დაირღვევა ტრადიცია და ვივარაუდოთ სტუმრების ფორით არ წაგება  @  +3.5

ტრავმები :

მინესოტა - ზაკ ლავინი.

ჰიუსტონი - ერიკ გორდონი, კლინტ კაპელა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები