NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

კლიპერსი - მაიამი

ბოლო ტურში სტუმრად საკრამენტოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კლიპერსი შინ მაიამის მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება აქვთ აქტივში. 25 მოგებით და 14 წაგებით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებენ.

 

რაც შეეხება მაიამელებს,, ისინი ბოლო ტურში ლეიკერსთან დამარცხდნენ სამარცხვინოდ 100:127. ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, ჰითის კალათბურთელებმა მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს წარმატებას. 11 გამარჯვებით და 27 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება კლიპერსს დარჩა. კლიპერსი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 104 ქულას აგროვებს, ხოლო მაიამი ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 107.2 ქულას უშვებს.

ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით და სტუმართა დანაკარგის გათვალისწინებით, კლიპერსს არ უნდა გაუჭირდებს ამ შეხვედრის მოგება.

@ 1 /  -5.5

ტრავმები:

კლიპერსი - ბლეიკ გრიფინი;

მაიამი - კრის ბოში, ჯოშ მაკრობერთსი, ჯასტის ვინსლოუ, ჯოშ რიჩარდსონი.

 

 

 

 

მემფისი - იუტა

ამაღლებულ განწყობაზე ხვდება ამ მატჩს მემფისი. „გრიზლებმა“ ბოლო ტურში ნამდვილი სენსაცია დადგეს, გაუკეთეს რა გოლდენ სტეტის სტუმრად 26 ქულიანი com back და დაამარცხეს ოვერტაიმში 128:119. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მათ ორჯერ მოიპოვეს გამარჯვება. 23 მოგებით და 16 მარცხით, მემფისი დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

რთულ ბრძოლაში შეძლო მინესოტას სტუმრად დამარცხება ბოლო ტურში იუტამ. ჯაზმენებს ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, სამჯერ მიაღწიეს წარმატებას. 23 მოგებით და 15 წაგებით, ისინი ამავე კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებენ.

 

როგორც ვხედავთ, გუნდებს სულ რაღაც 1 გამარჯვება აშორებთ ერთმანეთთან. მათი ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჯაზმენებმა მოახერხეს. მემფისი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მხოლოდ 95.8 ქულას უშვებს, იმადვდროულად ბოლო ხუთ გასვლაზე იუტა საშუალოდ 98.8 ქულას აგროვებს.

მათი ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, მხოლოდ ერთი შეხვედრა ასცდა 190 ქულიან ნიშნულს. ვფიქრობთ, არც ეს მატჩი უნდა გამოდგეს გამონაკლისი - 193.5 @ ნაკლები

 

ტრავმები:

მემფისი - ბრენდა რაითი, დეიონტა დევისი;

იუტა - არავინ.

 

 

 

საკრამენტო  - გოლდენ სტეიტი

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, საკრამენტო ლიგის ერთ-ერთ უმთავრესი ფავორიტის, გოლდენ სტეიტის დამარცხებას შეცდება. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მასპინძლებს მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. 15 მოგებით და 21 მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

 

გასულ ტურში, სენსაციური საშინაო მარცხის შემდეგ, ყველაფრის თავის ადგილზე დაყენებას შეეცდება გოლდენ სტეიტი. ოქროს ბიჭუნებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ. 31 გამარჯვებით და 6 მარცხით, ისინი ამავე კონფერენციას ლიდერობენ.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, კარის და კამპანიის სასარგებლოდ დასრულდა. საკრამენტო ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 109.2 ქულას უშვებს, გოლდენ სტეიტი კი ბოლო ხუთ გავსლაზე საშუალოდ 114.6 ქულას აგროვებს.

უპრიანი იქნება ვიფიქროთ სავსებით ლოგიკური პროგნოზი, გოლდენ სტეიტის ფორა 2 @ -5.5

 

ტრავმები :

საკრამენტო  - არავინ;

გოლდენ სტეიტი - არავინ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები