Aa
Aa

"რეალი" სათასო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება

მადრიდის "რეალს" დღეს "სევილიასთან" გასამართ სათასო შეხვედრაში რამდენიმე ლიდერი ვერ დაეხმარება. 

სერიო რამოსისა და გარეტ ბეილის ტრავმები უკვე ძველი ამბავია. მათ გარდა ასევე არ იქნებიან პეპე და კრიშუტიანუ რონალდუ. 

პორტუგალიელი მცველის შემთხვევაშიც მიზეზი ტრავმაა, აი რაც შეეხება პორტუგალიელ შემტევს, ზინედინ ზიდანმა იგი განაცხადში არ შეიყვანა და მისი დასვენება გადაწყვიტა. 

"რეალი" ესპანეთის თასის 1/8 ფინალურ სტადიაზე "სევილიასთან" დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებს. მატჩი 00:15 საათზე დაიწყება. 

განმეორებითი დაპირისპირება ერთ კვირაში უკვე სევილიაში შედგება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები