Aa
Aa

"ბარსელონას" ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის, ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური ინტერნეტ-გამოცემა "Sport" ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, ტიაგო "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და "ბაიერნში" გადასვლამდე ძირითად გუნდშიც ასპარეზობდა. მას შემდეგ კი, რაც მიუნხენური გრანდი პეპ გუარდიოლამ ჩაიბარა, კატალონიელმა სპეციალისტმა ახალ კლუბს მისი ყოფილი შეგირდის დამატება მოსთხოვა, რასაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო.

"ბარსელონას" სამწვრთნელო შთაბში თვლიან, რომ ალკანტარას გაშვებით უდიდესი შეცდომა დაუშვეს და მის დაბრუნებას აუცილებლად ეცდებიან. ტიაგო ალკანტარაში "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ივან რაკიტიჩის შემცვლელს ხედავს, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები