NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ბრუკლინი - გოლდენ სტეიტი

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, ბრუკლინი შეეცდება სენსაცია გამოაცხოს და გოლდენ სტეიტი დაამარცხოს შინ. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამში აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 7 მოგებით და 20 წაგებით, ბრუკლინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფება.

 

განსხვავებული ვითარებაა გოლდენ სტეიტის ბანაკში. "ოქროს ბიჭუნებს" ზედიზედ ბოლო ხუთი შეხვედრაა არ წაუგიათ.ბოლო ხუთი გასვლიდან კი სულაც 4 მათ სასარგებლოდ დამთავრდა.  25 მოგებით და 4 წაგებით, ისინი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება გოლდენ სტეიტმა მოიპოვა. ბრუკლინი ბოლო საშინაო ხუთ შეხვედრაში, საშუალოდ 111.8 ქულას უშვებს, ხოლო გოლდენი 107.8 ქულას ყრის. ფავორიტის სტატუსის გათვალისიწინებით, ვივარაუდოთ გოლდენის ფორით გამარჯვება 2 @   - 10.5

ტრავმები:

ბრუკლინი - იასია ვაიტჰედი;

გოლდენ სტეიტი - იან კლარკი;

 

კლიპერსი - სან ანტონიო

დენვერთან გამარჯვების შემდეგ, კლიპერსი შინ სან ანტონიოს მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება აქვთ აქტივში. 21 მოგებით და 8 წაგებით, პოლი და კამპანია, დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს სან ანტონიო. ტეხასელებს ბოლო ხუთივე შეხვედრა მოგებული აქვთ და ამ სერიის შეწყვეტას არც ამ მატჩში აპირებენ. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ ოთხი დაამთავრეს თავიანთ სასარგებლოდ. ისინი 2 ადგილით უსწრებენ თავის მეტოქეს და ამავე კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამაჯრვება კლიპერსს დარჩა.  სან ანტონიო ბო გასვლით შეხვედრებში საშუალოდ მხოლოდ 94.8 ქულას უშვებს. მასპინძლებს ამასთან ერთად გრიფინიც დააკლდებათ. უშეღავათ ბრძოლის მოლოდინში, უნდა ველოდოთ ნაკლებშედეგიან მატჩს - შესაბამისად 206.5 @ ნაკლები

ტრავმები:

კლიპერსი - ბლეიკ გრიფინი,  ბრაისჯონსონი;

სან ანტონიო - მანუ ჯინობილი;

 

ნიუ იორკი - ორლანდო

ინდიანასთან გამარჯვების შემდეგ, ნიუ იორკი შინ ორლანდოს მიიღებს. მასპინძებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება და ორი წაგება აქვთ.  15 მოგების წილ 13 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

რაც შეეხება ორლანდოს, მან ბოლო ტურში უდაძაბულეს შეხვედრაში, სტუმრად მაიამი დასცა 130-136.  ბოლო ხუთი გასვლიდან კი, სულაც ოთხი გამარჯვება აქვს.13 მოგებით და 17 წაგებით, სტუმრები 7 ადგილით ჩამორჩებიან თავის ვიზავის და ამავე კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ორში გამარჯვება ნიუ იორკს დარჩა. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრაა, ნიუ იორკი საშუალოდ 107.8 ქულას აგროვებს, ხოლო ორლანდო 113.4 ქულას უშვებს. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით და ორლანდოს დაღლილობის ფაქტორიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ მასპინძლების გამარჯვება @ 1

 

ტრავმები:

ნიუ იორკი - არავინ;

ორლანდო -ევან ფურნიე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები