ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ჯგუფში უმაღლესი ადგილი უნდა დავიკავოთ"

მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა, "დორტმუნდთან" მატჩის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენ ჯგუფში ბოლო თამაშს ვთამაშობთ და ყოველგვარი სპეკულაცია უაზრობაა, უბრალოდ გვევალება, ტურნირის ეს ეტაპი უმაღლეს პოზიციაზე დავასრულოთ". 

"სიმართლე გითხრათ რეკორდზე ნაკლებად ვფიქრობ. გამიმართლა, რომ ისეთი გუნდის მწვრთნელი ვარ, როგორიც "რეალია" და ბედნიერი ვიქნები, თუ ვინმე თვლის, რომ მას სათანადოდ ვუძღვები". - განაცხადა ზიდანმა. 

მოგეხსენებათ, ფრანგ თავკაცს გუნდთან ერთად 33 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ოფიციალური თამაშების გათვალისწინებით) და თუ დღესაც არ დამარცხდება, ლეო ბეენჰაკერის მიერ 1988 წელს დამყარებულ რეკორდს გაიმეორებს. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები