დავიდ ნალბანდიანი ავარიაში მოხვდა და სიკვდილს გადაურჩა
Aa
Aa

დავიდ ნალბანდიანი ავარიაში მოხვდა და სიკვდილს გადაურჩა

მსოფლიოს ყოფილი მესამე ნომერი, არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი უსიამოვნო ავარიაში მოხვდა არგენტინის რალის დროს.

2013 წელს საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ნალბანდიანმა ავტოსპორტში გადაინაცვლა. 

გუშინ ერთ-ერთი ეტაპის დროს, არგენტინელი თავის პარტნიორთან ლეო სუაიეისთან ერთად მართვას ვერ გაუმკლავდა და ავარიაში მოხვდა.

საბედნიეროდ, არც ნალბანდიანსა და არც მის პარტნიორს სერიოზული ტრავმა არ მიუღიათ, მანქანა კი სერიოზულად დაზიანდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის დავიდის პირველი ავარია. 2015 წლის აპრილში, ნალბადიანს ასევე არგენტინის რალიზე შეემთხვა ინციდენტი.

დავიდ ნალბანდიანი თავის ეპოქაში საკმაოდ ძლიერი მოთამაშე იყო. მას ATP-ის 11 ტიტული აქვს მოპოვებული, 2002 წელს კი "უიმბლდონის" ფინალში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები