Aa
Aa

"მილანისთვის" ჩინელები 1.1 მილარდს დახარჯავენ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, სილვიო ბერლუსკონიმ, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, განაცხადა, რომ ჩინელების სახით "მილანს" საიმედო ხელში ტოვებს, რითაც საბოლოოს დადასტურდა, რომ უახლოეს ხანში "როსონერის" ახალი მფლობელი ეყოლება. 

ჩინური კომპანია კლუბის "აქციათა" 80%-ს 450-500 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძენს, ხოლო დარჩენილ 20%-ს, 3 წლის განმავლობაში გამოისყიდის. 

ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალი მფლობელები ტრანსფერებისთვის 400 მილიონის გამოყოფას აპირებენ და ასევე, კიდევ დაახლოებით 300 მილიონს ისინი ახალგაზრდული აკადემიისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებენ. 

საერთო თანხა, როგორც ხედავთ, 1.1 მილიარდ აღწევს, რომელშიც, რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის აშენებაც შედის. 

კულუარული ცნობით, ორშაბათს საღამოს "მილანელოზე" ერთმანეთს ადრიანო გალიანი, ვინჩენცო მონტელა და ჩინური კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი შეხვდნენ და უახლოესი გეგმები დასახეს. 

 

წყარო: football-italia.net

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები