იტურბე
Aa
Aa

იტურბე "მილანში"?

22 წლის პარაგვაელი შემტევი ხუან მანუელ იტურბე, რომელიც ამჟამად "რომას" საკუთრებაა, შესაძლოა მომავალ სეზონში "მილანის" რიგებში გადაბარგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური Corriere dello Sport ავრცელებს. 

იტურბემ "რომაში" არსებული კონკურენციის პირობებში საუკეთესო თვისებების გამოვლენა ვერ მოახერხა და ამ ზამთარს იჯარის წესით ინგლისურ "ბორნმუთში" გადავიდა, სადაც ძირითადად ტრავმის გამო უქმობა უწევს. 

"მილანი" კი ფეხბურთელის შეძენით 2014 წელსაც ინტერესდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ იტურბეს საფეხბურთო საქმეები არცთუ კარგად მისდის, როგორც ჩანს "როსონერის" შეფებს პარაგვაელისკენ გული ახლაც მიუწევთ.

იტალიურ პრესაში ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, "შავ-წითლები" იტურბეს იჯარით აყვანას შეეცდებიან თუ პირდაპირ შეძენას, თუმცა იმას კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ზაფხულში მის „სან სიროზე“ მოსაყვანად ადრიანო გალიანი და კომპანია სერიოზულად იმუშავებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები