''ახალ თაობას ლინეკერის ფრაზის გაცოცხლება შეუძლია''
Aa
Aa

''ახალ თაობას ლინეკერის ფრაზის გაცოცხლება შეუძლია''

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ფილიპ ლამმა იოაჰიმ ლიოვის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბუნდესგუნდი“ აუცილებლად დაბრუნდება.

სიამაყის გრძნობით ვივსები, რადგან გერმანული ფეხბურთი ბოლო წლებში დომინირებდა.

ის რაც ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ, როგორც ითამაშა გერმანიის ნაკრებმა - ეს არ ყოფილა ხელოვნების ნიმუში, მაგრამ დარწმუნებული ვარ „ბუნდესგუნდი“ უფრო ძლიერი და განვითარებული დაბრუნდება.

გერმანიის ახალ თაობას გარი ლინეკერის ცნობილი ფრაზის გაცოცხლება შეუძლია - „ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც 22 კაცი 90 წუთის განმავლობაში ბურთს დასდევს, საბოლოოდ კი გერმანია იმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ იოაჰიმ ლიოვი თანამდებობაზე დატოვა და ევრო 2020-ზე გუნდს კვლავ ის უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები