''ნეირმარმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა'' - რონალდო თანამემამულის შესახებ
Aa
Aa

''ნეირმარმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა'' - რონალდო თანამემამულის შესახებ

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რონალდომ, განაცხადა, რომ ნეიმარმა „სელესაოს“ გულშემატკივრების მოლოდინი ვერ გაამართლა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა მუნდიალზე მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და კრიტიკის ობიექტად სიმულაციების გამო იქცა.

Sport Tv-სთან საუბრისას „ფენომენმა“ აღნიშნა: ნეიმარი საოცარი ფეხბურთელი და გუნდის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მისგან გაცილებით მეტს ველოდით. მიზეზების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ალბათ ფეხზე გაკეთებული ოპერაციის ან სხვა პრობლემის გამო, მან საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოახერხა. მსოფლიოზე ოპერაციის და სამთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ თამაში ძალიან რთულია. ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, იგი 26 წლისაა და დარწმუნებული ვარ წლევანდელი მუნდიალი მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. იგი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი და ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების წამყვანი ძალაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები